გიორგი ვაშაძე – პატიმრობისთვის მზად ვარ, კარგად ვიცით, რომ რეჟიმს ეშინია – შემოდგომიდან საკმაოდ სერიოზული პროცესი დაიწყება საქართველოში და ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება

ეს დაჭერები იმიტომ ხდება, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება, უფრო და უფრო დაძაბოს და ძალა ამით აჩვენოს. მას რომ არ ეშინოდეს ჩვენი გარეთ ყოფნის, კი არ დაგვიჭერდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეშინია , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, ის პატიმრობისთვის არა მარტო ახლა, მას შემდეგ არის მზად, რაც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოვიდა პოლიტიკაში.
“ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ, აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ. პატიმრობისთვის მზად ვარ ახლა კი არა, პატიმრობისთვის მზად ვარ მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე, როცა ბევრს არ ეგონა, რომ ესენი იყვნენ სკენ მიდრეკილები, რომ საქართველოს ევროკავშირს ააცილებდნენ.
2012 წელს მოვედი მე პოლიტიკაში და ბრძოლის წინა ხაზზე ვარ სულ. სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით – ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული დაჯგუფება, რომელსაც ახლა ძალაუფლება აქვს ჩაგდებული ხელში. ეს დაჭერები იმიტომ ხდება, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება, უფრო და უფრო დაძაბოს და ძალა ამით აჩვენოს. მას რომ არ ეშინოდეს ჩვენი გარეთ ყოფნის, კი არ დაგვიჭერდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეშინია”, – აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის ელოდება, რომ შემოდგომიდან ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები დაიწყება და მას გარე ფაქტორები შეუწყობს ხელს.
“მე ვფიქრობ, რომ შემოდგომიდან, სექტემბერ-ოქტომბრიდან საკმაოდ სერიოზული პროცესი დაიწყება საქართველოშიც. ამასობაში, მე ველოდები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და სხვა ქვეყნებიდან და არა მხოლოდ სასანქციო გადაწყვეტილებებს. ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს ყველაფერი, გარე ზეწოლაც გაძლიერდება, ქვეყნის შიგნითაც ერთიანობის მუხტი უფრო დაიქოქება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.