გიორგი ვაშაძე, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრ პარლამენტარებს შეხვდა

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე , ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ინე ერიქსენ შორიდეს და საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წევრ პარლამენტარებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს შესასრულებელი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის, რაც იდენტურია იმ მოვალეობების, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ნორვეგიელმა დეპუტატებმა დაწვრილებით განიხილეს და კითხვები დასვეს „რუსულ კანონთან“ და საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.
შეხვედრაზე ვაშაძემ ასევე ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირის როლზე საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე საქართველოსთვის.
ნორვეგიული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგად, საქართველო ყველა საჭირო რეფორმას ჩაატარებს, როგორც ნატოში გაწევრიანებისთვის, ასევე ევროპული ინტეგრაციისთვის.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია იზეიმებს და სათავეში დასავლურ-დემოკრატიული კოალიცია იქნება, ნორვეგიისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მოიწვია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს