გიორგი ვაშაძე – მტკიცედ ვართ, შეგუებულნი აზრს, რომ თავისუფლების გზა ციხეზე გადის, მაგრამ ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას – ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის

მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები, – ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, წერს.
ვაშაძის თქმით, „ეს რეჟიმი ბოროტებაა და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია“.
„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის, მაგრამ დღეს, ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.
ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.
ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!
მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”- ნათქვამია ვაშაძის წერილში.