გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს – გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ

ვინც გვიყურებს, ვინც ახლა გამოიღვიძებს, გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ – შემოგვიერთდეთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი ჩავენაცვლოთ და საზოგადოება გავამხნეოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერები წასვლას არ აპირებენ და ადგილზე იქნებიან.
„ახლა დილის 6:00 საათია და რა თქმა უნდა, ხალხი, ვინც აქ არის, დაიღალა. ვინც გვიყურებს, ვინც ახლა გამოიღვიძებს, გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ. შემოგვიერთდეთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი ჩავენაცვლოთ და საზოგადოება გავამხნეოთ. როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში ბევრი იწერება ამის შესახებ და გელოდებით, მოდით, ჩვენ ლიდერები აქ ვიქნებით, არსად არ გავდივართ, უბრალოდ, გვინდა, რომ ხალხი ჩავანაცვლოთ, დავასვენოთ ისინი, ვინც მთელი ღამე აქ არიან და დანარჩენები მოხვიდეთ. ასე რომ გელოდებით, განწყობა არაჩვეულებრივია, ხალხი პოზიტიურად დაგხვდებათ და თქვენც გადმოგედებათ გამარჯვების ის რწმენა, რომელიც აქ არის. ვინც აქ არის ყველას გამარჯვების რწმენა აქვს და იმიტომ ვდგავართ აქ“, – განაცხადა ვაშაძემ.