გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს – ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“ – ვფიცავ, საქართველო თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს

ეს დიდი შეკრება იმის დასტურია, რომ გამარჯვება თქვენი, ქართველი ხალხისაა და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაში, გაიგოს ეს ივანიშვილმა , – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
როგორც მან აღნიშნა, აქციის მთავარი მიზანია, მთელმა სამყარომ ნახოს, რომ ქართველი ხალხი ს შედეგებს არ ეგუება.
„მივესალმები გამარჯვებულ ხალხს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას არ დავთმობთ არც ერთ შემთხვევაში. დიდი მადლობა, აქ რომ ხართ და დღეს, ეს დიდი შეკრება იმის დასტურია, რომ გამარჯვება თქვენი, ქართველი ხალხისაა და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაში, გაიგოს ეს ივანიშვილმა. დღეს მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, სწორედ აქედან, ამ შეკრებას აქვს მთავარი ფუნქცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, მთელმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი გადაწერილი არჩევნების შედეგს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, არ აღიარებს და არ ეგუება. მინდა გთხოვოთ, თუ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, ხელი აწიეთ, ეს არის ნამდვილი დასტური და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“, ხელისუფლება არის ჩვენი და მივდივართ ევროპისკენ, არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, ეს ბრძოლა შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, თუმცა, უკან დახევას არ აპირებენ.
„ხშირად არის საუბარი იმაზე, თუ რა მტკიცებულებები გვაქვს. პირველი მტკიცებულება არის აქ, ეს ხალხი, თქვენ ხართ ის მტკიცებულება, რომ გავიმარჯვეთ ჩვენ. მეორე, აქ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ არჩევნების გაყალბებას, აქ ადგილი ჰქონდა შედეგების პირდაპირ დაწერას ს მხრიდან და ამას არ შევეგუებით ჩვენ. ეს იყო პირადობების გაყალბება, პირდაპირ ჩაყრა ბიულეტენების საარჩევნო ურნებში, ამის ვიდეომასალაც არის და კიდევ მეტი მტკიცებულება აუცილებლად გამოქვეყნდება. რაც მთავარია, ეს ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ვფიცავ, რომ საქართველო თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ.