გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ მერიის შესაბამის უწყებებს ნუ ასრულებს უკანონო დავალებებს და მოგვეცით ჩვენს 10 000 მხარდამჭერთან ნორმალურად და ღირსეულად შეხვედრის შესაძლებლობა

მივმართავ ირაკლი კობახაძეს, “ქართული ოცნების”ლიდერებს, რამ შეგაშინათ ხალხო? მოსახლეობასთან გვაქვს შეხვედრა, ადამიანებთან გვაქვს შეხვედრა, არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი შეხვედრები”,- ამის შესახებ “ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, შესაბამისი უწყებები “ ქართული ოცნების” უკანონო დავალებებს ასრულებენ და “ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 მხარდამჭერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.
„ახლა ვიმყოფები ვაკის პარკში, სადაც დღეს საღამოს 21:00-ზე გვაქვს 10 000 მხარდამჭერთან შეხვედრა. დილიდან მოყოლებული “ ქართული ოცნება” ხან სკამების შემოტანაში, ხან აპარატურის შემოტანაში ხელს გვიშლის და ახლა გენერატორის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ. იმისთვის, რომ ხმა გავაგონოთ 10 000 ადამიანს.
მივმართავ ირაკლი კობახაძეს, “ქართული ოცნების”ლიდერებს, რამ შეგაშინათ ხალხო? მოსახლეობასთან გვაქვს შეხვედრა, ადამიანებთან გვაქვს შეხვედრა, არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი შეხვედრები.
როგორ შეიძლება, რომ გენერატორის შეტანის, ტექნიკის შეტანის შესაძლებლობასა და უფლებას არ გვაძლევთ. რესპუბლიკის მოედანზე კი ბატონო, გვითხარით, რომარ შეიძლება ჩატარება.
წამოვედით ვაკის პარკში და აქ ვატარებთ. ცოტა გამოფხიზლდით და ნუ გეშინიათ. მოვუწოდებ მერიის ყველა შესაბამის უწყებას, ნუ ასრულებთ უკანონო დავალებას და მოგვეცით ხალხთან ნორმალური შეხვედრის უფლება.
10 000 ადამიანი ჩამოდის, 10 000 ადამიანი იკრიბება თბილისად და სხვა ქალაქებიდან. ხომ უნდა დაველაპარაკოთ ამ ხალხს, ხომ უნდა ვუთხრათ ჩვენი სათქმელი, ხომ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ასეთი მაიმუნობების დრო არის ახლა? კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოგვეცით საშუალება ჩავატაროთ ეს შეხვედრა.
10 000 ადამიანს უნდა შევხდეთ, უნდა დაველაპარაკოთ, გავაგონოთ ჩვენი ხმა. არ შეიძლება, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რაღაც დაბრკოლებას ქმნიდეთ.
ხელით გვათრევინეთ ათასობით სკამები შორი მანძილიდან, ტექნიკა არ შემოგვატანინეთ, ახლა დაამატეთ, რომ გენერატორის შეტანის უფლება არ გვაქვს. რეალურად გენერატორის შეტანის აკრძალვის უფლება არ გაქვთ. არავის აქვს ამის უფლება. ვერც ის გავარკვიეთ ვის უნდა გავესაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ინფორმირებულები იყავით ამ შეხვედრასთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მერიის შესაბამის უწყებებს ნუ ასრულებს უკანონო დავალებებს და მოგვეცით ჩვენს 10 000 მხარდამჭერთან ნორმალურად და ღირსეულად შეხვედრის შესაძლებლობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ