გიორგი ვაშაძე – მინდა, განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ – პაატა მანჯგალაძის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას

დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ვაშაძე სოლიდარობას გამოხატავს „ახალი პოლიტპატიმრების მიმართ“ და აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი „რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია“.
ვაშაძის თქმით, მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ “რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას“.
4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.
მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.
ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.
მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.
მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.
ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!”, – წერს ვაშაძე.