– მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა – მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით, პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო

პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო – მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ თსუ-ს მიმდებარედ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გააგრძელებენ.
“მინდა ყველას ვუთხრა: ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. 24 საათის განმავლობაში, მშვიდობიანად, ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. აქ ვართ, არ ვიცვლით ფეხს. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით. მივმართავ პოლიციას – ნუ გამოიყენებთ ზედმეტ მეთოდებს ხალხის წინააღმდეგ. დაიცავით კანონი. წინასწარ გატყობინებთ 24 საათიანი პროტესტია .ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება. არ ვიშლებით.
მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში.
მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან შეგიძლიათ საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა