გიორგი ვაშაძე – მივმართავ ადამიანებს, ვინც სანქციების სიაში ან მის გარეთაა – ხალხო, გონს მოეგეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არსებულ ვითარებას შეინარჩუნებთ და თქვენ ეს გაგივათ? – ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს არჩევნები!

„ჩალის ფასი აქვსო“, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ, ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩავთვალოთ, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? – ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს , – ამის შესახებ „ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, მ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.
ვაშაძის თქმით, სიახლეა ის, რომ თუ აქამდე სანქციებს ევროკავშირი კონსენსუსის საფუძველზე იღებდა, „ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ გზას ყველა ეროვნულ დონეზე უნდა დაადგეს“.
„ამ რეზოლუციაში არის ფუნდამენტურად ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით. ის მიმართავს ეროვნულ მთავრობებს სანქციებთან დაკავშირებით. აქამდე, ევროკავშირის სტანდარტი იყო ის, რომ ეს იყო ევროკავშირის საერთო მექანიზმი, რომელსაც კონსენსუსის საფუძველზე იღებდა მთელი ევროკავშირი. საქართველოსთან დაკავშირებით პირველი გამონაკლისი დაუშვეს და ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ყველა ამ გზას უნდა დაადგეს. უნგრეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება იმ ნაბიჯებზე, რომელიც სწორი და ადეკვატურია. ეს არის სერიოზული სიახლე ამ რეზოლუციაში, რომელიც სერიოზულად დააფიქრებს „ქართულ ოცნებაში“, ამ თვითმარქვია პოლიტიკურ დაჯგუფებაში მყოფ ადამიანებს. მინდა, მივმართო ადამიანებს, ვინც სიაშია ან მის გარეთ – ხალხო, გონს მოეგეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ ეს გაგივათ და ამ ვითარებას შეინარჩუნებთ. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რაც უფრო დააგვიანებთ გადაწყვეტილებას ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მით უფრო დამძიმდება თქვენი ყოველდღიურობა. ახლა ვადა აპრილამდეა, აპრილამდე უნდა დაინიშნოს არჩევნები. აპრილის შემდეგ, რაც ამ რეზოლუციაში წერია, ყველაფერი მოქმედებაში მოყვანას დაიწყებს. ევროსაბჭომ კანონის ტოლფასი, საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო რეზოლუციის სახით. აპრილამდე მცირე ვადაა – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ღმერთმა ნუ ქნას და მზია ამაღლობელს რამე დაემართოს, საერთოდ შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ამ ხალხს, რომელიც კოლბაში გამოიკეტა და უნდა, გარე სამყაროს აღარ შეხედონ, თვალი გაახილეთ. არ მინდა ბევრი სანქცირებული მოქალაქე, არ არის ეს ჩემი ამოცანა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, აღნიშნული რეზოლუციით საერთაშორისო ასპარეზზე ახალი სტანდარტი დამკვიდრდა და მასში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ევროკავშირი გადადგამს, თუ „ქართული ოცნება“ ვითარებას კრიზისიდან არ გამოიყვანს“.
„ევროსაბჭოში რეზოლუციამ, რომელზეც სერიოზულად ვიმუშავეთ, ახალი სტანდარტი, ახალი მიდგომა დაამკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს რეზოლუცია არის ძალიან სისტემურად შექმნილი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ოპოზიციის ნამუშევარი. ეს არის ევროპელების ნამუშევარი, რომლებმაც კომპლექსურად შეისწავლეს სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, აქ საუბარია როგორც არაღიარებაზე, ასევე კრიზისიდან გამოსავალზე და იმაზე, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ ვითარებას კრიზისიდან არ გამოიყვანს, რა შეიძლება ემუქრებოდეს მას: რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა. დიდი წყებაა ქმედებების, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იყოს. ეს არის ფუნდამენტურად ახალი [რეზოლუცია]. „ქართული ოცნება“ ამბობს, ჩალის ფასი აქვსო, მაგრამ ვხედავთ, რომ საბოლოოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირის მხრიდან. ამაშია რეზოლუციების მთავარი ძალა -აღმასრულებელი რგოლი სწორედ ამ რეზოლუციებიდან გამომდინარე აყალიბებს სამოქმედო გეგმას. რთულია თქვა, რომ ამ რეზოლუციით ქართველი ადამიანი კმაყოფილი უნდა იყოს. „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მიიყვანა საქმე, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში სხვა გამოსავალი არაა და ევროპამ ღიად დაიწყო საუბარი, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდეს. ქვეყანა მძიმე დემოკრატიულ კრიზისშია, საზოგადოებრივ კრიზისში, საიდანაც თვითმარქვია რეჟიმს ქვეყნის გამოყვანა არ უნდა. მიხარია ეს რეზოლუცია? – არ მიხარია. ყველა ჩანაწერი არ არის ჩვენი ინიცირებული, ჩანაწერების დიდი უმრავლესობა თვითონ ევროპელების ინიცირებულია. ჩვენ არსად უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განაცხადს არ ვაკეთებთ, რადგან ეს მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „სანქციები მუშაობს და იმუშავებს“.
„ქართული ოცნება“ ათას გიჟურ ნაბიჯს დგამს – ახალ კანონებს იღებს, ჯარიმებს ზრდის, მანდატებს წყვეტს, იჭერს ადამიანებს, პროკურატურაში გამოძიებას იწყებს სისულელეებზე – რატომ აკეთებს? ერთადერთი გზა, რომ ძალა აჩვენოს, ასეთი გიჟური ნაბიჯებია, მისი ამოცანაა, რომ მყიფე ერთიანობა, რაც შიგნით აქვს, შეინარჩუნოს და აქეთ ჩვენ მხარეს დემორალიზება გამოიწვიოს, რაც არ გამოსდის. აის რასაც კალაძე და ამბობენ, სისულელე, სიბეცეა. როდესაც კორუფციის სიმბოლოდ ქცეული კალაძე ევროპარლამენტარების კორუფციაზე რომ ილაპარაკებს სირცხვილია და სიტყვა კორუფციას რომ ახსენებს, საზოგადოების დაცინვაა. ჩალის ფასი აქვსო, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს მათზე არ მუშაობს და არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? მათი გარემოცვიდან იცით რამდენი ადამიანი გვიკავშირდება? ფიქრობენ, როგორ აარიდონ თავი ამ სიტუაციას. ახალ რაც გვჭირდება, მასშტაბური აქციებია. 15-ში და 25-შია მასშტაბური აქციები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.