– კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს

კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“, აცდენილია რეალობას – იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნების შედეგად, ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.
„კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს. არაადეკვატურები არიან, აცდნენ საერთოდ რეალობას, იმიტომ, რომ იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი წელი იქნება ხალხის დიდი გამარჯვება, საქართველოში აღარ იქნება ოლიგარქიული მმართველობა. იქნება კოალიციური მმართველობა, რომელიც იზრუნებს ხალხის სასიკეთოდ, შემოიტანს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყანა წავა წინ. ვის რამდენი მანდატი ექნება? ჩვენ მანდატების გასანაწილებლად არ ვიბრძვით ამ არჩევნებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხალხს შევუქმნათ სამუშაო ადგილები,” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი