გიორგი ვაშაძე – ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა

ირაკლი სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნებს, ამიტომ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
, ისე, როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას. მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, ერთადერთი, რაც მას უნდა არის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა. მეტი არაფერი. ივანიშვილის პარტია ამ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი გაურბის ემიგრაციაში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული, დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ