გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – რის გაკეთებას აპირებთ, რატომ გინდათ პრემიერ-მინისტრობა? – აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა, თქვენც თქვით, რომ არაფერს ცვლით, ანუ, ყველაფერი კარგად არის?

რის გაკეთებას აპირებთ? რატომ გინდათ პრემიერ-მინისტრობა? – რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრი ეწეროს? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ს, რომელსაც დეპუტატები ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
მისივე განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა, „სათაურიც არ შეცვლილა“.
„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თქვენ და თქვენი გუნდი მეტ და მეტ ჯარიმას აწერთ და ზრდით – 1 000, 2 000, 3 000 ლარი. ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ ამდენი ჯარიმის გადახდა. გასულ წელს რეკორდი მოხსენით – ნახევარი მილიარდი ლარი ამოიღეთ ჯარიმების სახით საქართველოს მოქალაქეებისგან. იმ ჯარიმების სახით, რომლითაც თქვენ არ ჯარიმდებით, მაგალითად, იმიტომ, რომ საავტობუსო ზოლებში დადიან თქვენი თანაგუნდელები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ჯარიმის. სამაგიეროდ, ყველა უნდა დაჯარიმდეს და რაც შეიძლება მეტი უნდა გამოსტაცონ ხალხს. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის და ამას სხვათა შორის, თქვენი წარმდგენი – დამნიშვნელი ივანიშვილიც არ უარყოფს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი – უკიდურესად გაჭირვებული. შეკითხვა მაქვს – აი ამ პირობებში, თქვენ, როდესაც პრემიერ-მინისტრად დათანხმდით ხომ, შემოგთავაზეს და დათანხმდით, რას აპირებთ? თქვენს გამოსვლაში, მაგალითად გიყურებთ უმუშევარი ადამიანი, რას მოისმენდა? რამე შესთავაზეთ როგორ იპოვოს სამუშაო ადგილი? მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანი გისმენთ, რომელიც ახლა სტუდენტია, ამთავრებს, სწავლობს, რა მოისმინა ახალი თქვენგან? რას სთავაზობთ? ან პენსიონერი, რომელიც ხვალ აფთიაქში უნდა წავიდეს და წამალი იყიდოს, მან რა მოისმინა თქვენთან სიახლე? რის გაკეთებას აპირებთ? რატომ გინდათ პრემიერ-მინისტრობა? აი, ეს კითხვა მაქვს. აი, რატომ გინდათ? რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? თუ რამე გაქვთ მიზანი? რამის გაკეთება გინდათ ამ ქვეყანაში, ხალხისთვის რამე განსაკუთრებულად სასიკეთო გინდათ გააკეთოთ? აი, არ ვიცი, რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოთ? მე-7 პრემიერ-მინისტრი ხართ, თუ არ ვცდები, ვისაც „ქართული ოცნება“ წარადგენს. აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა. თქვენ თვითონაც თქვით, რომ არაფერს არ ცვლით. ანუ, ყველაფერი კარგად არის? “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ