– იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება

რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი! , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება.
„დავსვათ კითხვა, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს? რისი გადაფარვა სურს ამ ქმედებით?
პასუხი მარტივია: რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე, რადგან:
1. არავინ ცნობს “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ!
2. სუსტია, რადგან ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრებმა დაუწესეს სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს;
3. სუსტია, რადგან პროტესტი არ ჩერდება და ხალხი ყოველდღე უფრო ხმამაღლა მოითხოვს ცვლილებებს;
მიუნხენიდანაც მათ არანაირი მოსაწვევი მიუღიათ, სრულ იზოლაციაში არიან და იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება.
კვერცხები ლეგიტიმაციის ნაცვლად – ეს არის მათი არჩევანი!
წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო “ქართულ ოცნებას” კარი ყველგან დახურული აქვს – მათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ!
რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი!
არ ავყვეთ მათ პოლიტიკურ ცრუ დღისწესრიგს!
ჩვენი ბრძოლა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის გრძელდება“, – წერს ვაშაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?