– თვითმარქვია ხელისუფლების დასასრული უნდა დავაყენოთ ძალიან მალე – ან ჩვენ გადავტეხთ, ან ისინი წაიღებენ ქვეყანას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავტეხთ

გაიღვიძა საქართველომ, ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა და „თვითმარქვია ხელისუფლების“ დასასრულიც მალე დადგება.
„ერთი რამ უნდა გავიაზროთ, ან ჩვენ გადავტეხთ, ან ისინი წაიღებენ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავტეხთ. ჩვენ რომ ახლა გავჩერდეთ ამ ახალგაზრდების დაჭერას დაიწყებენ, დაჯარიმებებს დაიწყებენ. სულ 3 ათასი სპეცრაზმელია მთელ საქართველოში, ამაზე დგას მთელი რეჟიმი. 3 ათასმა კაცმა და თვითმარქვია ივანიშვილმა როგორ შეიძლება წაიღოს ეს ქვეყანა. ექიმები, მასწავლებლები, მშობლები, საჯარო მოხელეები, ყველა უნდა გამოვიდეთ. დავდგეთ რა ბოლოს და ბოლოს ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის გამარჯვება. სამ დღეში ეს სპეცრაზმი რომ დაეყრება ძირს, ვეღარ ადგებიან. ხომ ხედავთ, ამ ხალხის წინააღმდეგობამ გააჩერა ისინი. გვინდა, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნოდეს ხალხს და არა ამ დაჯგუფებას, თვითმარქვია ხელისუფლების დასასრული უნდა დავაყენოთ ძალიან მალე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე