– თვითმარქვია ხელისუფლებას პასუხი უნდა მივცეთ – ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს, ამაში დარწმუნებული იყავით

ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია – ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა “თვითმარქვია ხელისუფლებას” პასუხი უნდა მოსთხოვოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ბრძოლა გრძელდება, თვითმარქვია ხელისუფლებას ჩვენ პასუხი უნდა მივცეთ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. ყველანი შემოგვიერთდით, მობრძანდით – დღეს, საკმაოდ გრძელი მსვლელობა გვექნება. ამიტომ ყველანი შემოგვიერთდით და ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მთელ საქართველოს.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი აზრი, იდეა არის, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით – “დაიბრუნე ხმა!”.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა