– თვითმარქვია რეჟიმი ახლა ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს, მაგრამ მერწმუნეთ, ნერვიულობენ – დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა სასარგებლოდ

ჩვენ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ს შესახებ დოკუმენტი გვაქვს შემუშავებული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს მიერ ახალი ს გეგმის საკითხს გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო მიდგომებსა და მყარ, ერთიან პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
“მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი – ჩვენ საერთო მიდგომებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა ვამბობთ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს? როგორ ვახდენთ რესურსების მობილიზებას? როგორ არ ვაძლევთ მეორე მხარეს საშუალებას, რომ გადაწეროს ისევ არჩევნების შედეგები? – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამაზე დოკუმენტიც გვაქვს შექმნილი სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელშიც მკაფიოდ არის ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული და, ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდგომ ამას მოეფინება კიდეც დღის სინათლე, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი არის მყარი, ერთიანი პოზიცია.
ერთი რამ უნდა გვესმოდეს – მეორე მხარე, ანუ თვითმარქვია რეჟიმი ახლა ჩვენში ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს, მაგრამ, მერწმუნეთ, ისინი გაცილებით უფრო ნერვიულობენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ – შენ ხარ ხელისუფლებაში, მაგრამ არავინ არ გაღიარებს, ესე იგი არ ხარ ხელისუფლებაში – აი, ამ რეალობაშია ირაკლი ც და აბსოლუტურად ყველა და რაც უფრო დრო გადის, მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს დრო და არა მათ სასარგებლოდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი