– ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!

ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! – ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, საქართველო არის არჩევანის წინაშე – „დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!“
„საქართველო არჩევანის წინაშეა – დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ.
ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ! ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია! ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას! ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის!“- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო