– ვხვდებით Microsoft-ის წარმომადგენლებს, გპირდებით, ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა საქართველოში – მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ

ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ -ში, Microsoft-ში ვიზიტისას განაცხადა.
„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა:
„ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში. არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აქვს შანსი, იქ დახურული კომპანიები წამოვიყვანოთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა და ამიტომ გვინდა გამარჯვება, გვინდა შევცვალოთ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დავიწყოთ და გპირდებით, ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში და მათთან ერთად ჩვენ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში სრულად დავამარცხებთ უმუშევრობას, როგორც ნომერ პირველ პრობლემას საქართველოში. ამას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში და ამისთვის უნდა დავდგეთ ყველანი ერთად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ