– ვიღაც მოვარდა და თავს დამესხა – ყელში მირტყამდა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ.
გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალაც, რომელშიც, მისივე თქმით, თავდამსხმელი ჩანს.
“ამით დამესხა თავს (საგანი) ეს ადამიანი, კადრებიც არსებობს, დააფიქსირა ხალხმა სახეზე, ვინც არის… ყელში მირტყამდა ამას და ოდნავ გაკაწრული მაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის.
ბრძოლას ვაგრძელებ და კობახიძესა და ივანიშვილს ვეუბნები: ამ ყველა “ტიტუშკას” ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ!
უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ყველაფერი. მერე მომეხმარნენ და გაიქცა ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით