გიორგი ვაშაძე – ვისი გზაა უსაფრთხო? – ჩვენი, ვინც ევროპისკენ მივდივართ! ვისი გზაა საფრთხის მომტანი? – ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსულ ჭაობში ტოვებს!

არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს! არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! დღეს, 20:00, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ვისი გზა არის დაცული და უსაფრთხო? – ჩვენი, ვისაც საქართველოს ევროკავშირისკენ მივყავართ, თუ ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყანას მარტო ტოვებს, მოკავშირეების გარეშე? „ქართული ოცნება” რუსული შანტაჟის იარაღია!
ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ვისაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავს – რაც მოიტანს დაცულობას რადგან მეტი ევროპა უდრის მეტ უსაფრთხოებას! ივანიშვილმა გაყალბებული თ დაბლოკა ჩვენი გზა ევროპისკენ და საქართველო დაუცველად დატოვა – იზოლაციაში, მარტოდ, საფრთხის წინაშე!
ჩვენ ვქმნით რეალურ დაცულობას, რადგან მეტი ევროპა ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ კეთილდღეობას და მეტ თავისუფლებას!
„ქოცებს“ მოაქვთ მხოლოდ იზოლაცია, სიღარიბე, ძალადობა და მეტი საფრთხე – რადგან მხოლოდ სუსტებს და დაუცველებს ესხმის თავს! ისინი შიშს თესავენ და ქართველ ხალხს ძარცვავენ, ჩვენ კი ვიცით, როგორ მოდის დაცულობა, უსაფრთხოება, მეტი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები ევროკავშირთან სიახლოვით.
არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს!
არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! ვისი გზაა უსაფრთხო? – ჩვენი, ვინც ევროპისკენ მივდივართ!
ვისი გზაა საფრთხის მომტანი? – ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსულ ჭაობში ტოვებს!
დღეს, 20:00, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა