– ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

პარტია „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
მისი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, „შესაბამისად, არც კომისია არსებობს“.
„ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!
არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!
ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.
თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!” – წერს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა