გიორგი ვაშაძე – ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის

ეს არ არის პარტიებს შორის , ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის, – ამის შესახებ „ერთიანობას” ერთ – ერთმა ლიდერმა, მ კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ვაშაძის თქმით, დაპირისპირება და კინკლაობა წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან მისი თქმითვე, მოსახლეობა იმ დაპირისპირებით დაიღალა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„მიხარია, რომ კასპში ვარ. კასპი არის ძალიან საყვარელი რაიონი ჩემთვის, ძალიან ხშირად ვარ ხოლმე თქვენთან სტუმრად.
პირველ რიგში მთავარია ის, რომ ერთიანობა იმარჯვებს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს. პირველი, ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის.
ჩვენ ვართ მომავალი, “ქართული ოცნება” არის წარსული, ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და კინკლაობა. დაიღალა ერი აი იმ უდიდესი დაპირისპირებით, რომელიც ქვეყანაში არის. უნდა ჩავაბაროთ წარსულს იმის გარჩევა, ვინ, ვისზე უკეთესია.
აქ ბევრი ახალგაზრდაა, მათთვის გვინდა ახალი საქართველო და მათთვის გვინდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა საქართველო ერთიანი, მთლიანი, ძლიერი. სხვაგან ისე არ იციან ერთიანობის მნიშვნელობა, როგორც აქ. აქ ბევრი დევნილი ხართ და ჩვენ გვინდა დევნილები სახლში დაბრუნდეთ, ჩვენ გვინდა, რომ ცხინვალში ჩავიდეთ და მშვიდად ვიცხოვროთ, ჩვენს სამშობლოში. ჩვენ გვინდა, რომ ინვესტიციები მოვიძიოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ.
რა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი? პირველი, დავამარცხოთ მონოპოლიები და დავუწიოთ ფასებს. მეორე შემოვიყვანოთ ამერიკული და ევროპული კომპანიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, რომ თითოეულ ოჯახში შემოსავალი მინიმუმ 2000 ევრო იყოს.
მეორე ის, რომ პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია და მინიმუმ 500-ს ევროს შეადგენდეს. ასევე გავუნულოთ საპენსიო სესხები. კასპს დღემდე აწუხებს ცემენტის გამონაბოლქვი, სიმსივნით დაავადება როგორი მომატებულია ქალაქში და რა უნდა ამას? ამ ყველაფერს სჭირდება ზრუნვა.
ახლა ქალბატონი მეუბნებოდა, რომ საქართველო ყოველთვის ძლიერი იყო ერთიანობით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთად ვდგავართ. როცა გათითოკაცებული ვართ, მტერი ძლიერია და ადვილად გვამარცხებს.
ერთ მუშტად შეკრულ და ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.