გიორგი ვაშაძე – ერთი წელი გავიდა შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან – სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა სამაშველო სამსახურები, კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტი, ეს უნდა მუშაობდეს საათის მექანიზმივით

ერთი წელი გავიდა ს უმძიმესი ტრაგედიიდან. სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა სამაშველო სამსახურები, ისევ პრობლემაა კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტი. ეს უნდა მუშაობდეს საათის მექანიზმივით, რომ საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობდეს დაცულად, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი რასაც გააკეთებენ, სწორედ ამ უსაფრთხოების სისტემების აწყობა იქნება.
„26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და პირობას გაძლევთ, ნომერ პირველი რაც იქნება, ამ სისტემებს ავაწყობთ საათის მექანიზმივით, ევროპული სტანდარტით. ზუსტად ვიცი ეს მართვის სისტემები როგორ უნდა დალაგდეს და ყველა მოქალაქის სიცოცხლე იქნება ყოველთვის დაცული. სამაშველო ოპერაციები დაგვიანდა, ღამით სამაშველო ოპერაციები შეწყდა, უამრავი საკითხი იყო, რომელმაც დიდი ტრაგედია გამოიწვია და ამ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ იმ გარემოში, სადაც ადამიანს ეიმედება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ გაჭირვებაში გვერდში დაუდგება და დაიხსნის პრობლემებისგან.“- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ