გიორგი ვაშაძე – ეკონომიკურ კოლაფსზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს მარიონეტი ჭანჭიკები – რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ამას ძალიან მკაფიოდ ვხედავთ

ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა – ამას ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, -სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს საქართველო მას შემდეგ დაიბრუნებს, „რაც ამ თვითმარქვია რეჟიმს გავუშვებთ ხელისუფლებიდან“.
„თვითმარქვია რეჟიმი არის თვითონ დამნაშავე ყველაფერში, რაც ხდება. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას. რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა – ამას ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ. 2009 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა. დღეს ეს დოკუმენტი შეჩერებულია. ამ ყველაფერს დავიბრუნებთ, როგორც კი ამ თვითმარქვია რეჟიმს გავუშვებთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამერიკის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს, რაც „თვითმარქვია რეჟიმის“ პირდაპირი დანაშაულია.
„ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს, თუ ეს თვითმარქვია რეჟიმი შენარჩუნდა ქვეყანაში. ამიტომ, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის მასობრივი გაფიცვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ თვითმარქვია რეჟიმის დემონტაჟი და ახალ არჩევნებზე გასვლა. ამერიკის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს, რაც პირდაპირი დანაშაულია თვითმარქვია რეჟიმის. ეკონომიკურ კოლაფსზე პასუხისმგებელია და მისი ეს მარიონეტი ჭანჭიკები“, – განაცხადა ვაშაძემ.