– ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო – დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო – დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ბრიუსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის დროს, სხვა დაკავებულ პირებსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო. ნომერ პირველი, უსწრაფესი, დღეებისა და საათების ამოცანაა, რომ ის გათავისუფლდეს და ეს ძალიან კარგად გაიგო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში.
ასევე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი გვყავს. ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, ექიმები – ყველა პროფესიასა და ჯგუფს შეეხო ეს უმძიმესი ვითარება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შეხვდნენ. მათი ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის თემა იყო, რომელიც მე-18 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე