გიორგი ვაშაძე – დღე მესამე, 3:0 ხალხის სასარგებლოდ – მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ რისხვა, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის!

დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, აქციის მონაწილეები ღამეს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ.
ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ხალხს მოუსმინოს და დაიწყოს მზადება ახალი სთვის.
„ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა, მოგმართავთ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, პოლიციელებმა ბევრი აპარატურა მოგვპარეს…. როგორც დღეს დაიხიეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე, რომ მოისმინეთ ხალხის ხმა, ცრუ საუბარს თავი დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, აქ ვდგავართ, სხვაგვარად არ ძალგვიძს“, – განაცხადა ვაშაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მომიტინგეებს მიმართეს, რომ დღესაც გასული ღამეების მსგავსად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელებენ პროტესტს. შეგახსენებთ, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.