გიორგი ვაშაძე – დღეს უფრო მეტი ხალხია, ვიდრე გუშინ იყო ამ დროს, რაც ძალიან კარგია, პროტესტი ძალას იკრებს – ნაბიჯები გათვლილი გვაქვს

დღეს უფრო მეტი ხალხია, ვიდრე გუშინ იყო ამ დროს. ეს ძალიან კარგია, პროტესტი იკრებს ძალას , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
“ჯერ ვართ აქ, დღევანდელ ღამეს. მინდა ვთქვა, რომ დღეს უფრო მეტი ხალხია, ვიდრე გუშინ იყო ამ დროს. ეს ძალიან კარგია, პროტესტი იკრებს ძალას. ხალხის დაკვეთა იყო, რომ დღეს დავრჩენილიყავით და ამიტომ ვართ აქ.
ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გათვლილი გვაქვს, ამას სიტუაციის მიხედვით ვაცნობებთ ყველას, წინასწარ ჩვენი გეგმების შესახებ არ ვყვებით და არ ვუყვებით, მითუმეტეს, თვითმარქვია “ქართულ ოცნებას”.
გიორგი ვაშაძემ ასევე შეაფასა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება და ის განცხადებები, რომლებიც ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა.
“ბრიუსელში ძალიან სერიოზული განცხადება გაკეთდა, პირველი ის, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს ბრიუსელში. მეორე ის, რომ სპეციალური ჯგუფი გამოიყოფა, რომელიც შეისწავლის ამ არჩევნებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე, რომ ევროპული და ამერიკული ფული “ქოცების” ჯიბეში აღარ წავა და ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ პირდაპირ ხალხს მოხმარდეს ეს ყველაფერი.
პრეზიდენტმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, მივესალმები ამ განცხადებას და, მე ვფიქრობ, დღეს მან ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, თუ რა საფრთხის წინაშე დააყენა “ქართულმა ოცნებამ” თავისი სპეცოპერაციით მთლიანად ქვეყანა – ამიტომ ვიბრძვით ჩვენ აქ, ამიტომ არის ეს პროტესტი და ამიტომ ვაპირებთ, რომ გავყვეთ ამ პროტესტს ბოლომდე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარედ საპროტესტო აქცია გრძელდება. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგებს აპროტესტებენ.