– დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ, 24 საათის მანძილზე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებული ვართ იმისთვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. პირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე განაცხადა.
მან სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
“ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით, რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გვექნებოდა, რასაც გადავდგამდით. დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ. 24 საათის მანძილზე, ხვალ საღამოს 20:00 საათამდე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვართ აქ. ორგანიზებული გვაქვს ღამით დარჩენისთვის საჭირო ატრიბუტიკა, როლის ნაწილი უკვე მობილიზებულია, აქ არის „პარალონი“, კარვები გაიშლება, რომ სიცივემ არ შეგვაწუხოს. ყველანი ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა