და კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

ოპოზიციონერი დეპუტატები და გააძევეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „რუსულ კანონს“ განიხილავენ.
„რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა სხდომა ხმაურიანად მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი და ასევე, მისცა გაფრთხილება. გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი ოხანაშვილმა გააძევა დარბაზიდან რეპლიკების გამო.
„დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაბრძანდით“, — მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის