დარჩიაშვილს – რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და მ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის – რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში?

რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და მ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის. რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში სომხეთმა გაგვისწრო ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანების უფლებების დაცვა, დემოკრატია, არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო, მართლმსაჯულება.
მან ასევე ილია დარჩიაშვილს მიმართა კითხვით, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიამ არ იცის რა გვჭირდება ევროინტეგრაციისთვის.
„მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისია ცდება, როცა სამართლიან სასამართლოს გვთხოვს და ა მართალი, როდესაც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანური“ სასამართლო თურმე ყოფილა ყველაზე სამართლიანი მსოფლიოში? თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? “ – მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა