გიორგი ვაშაძე – დადგა დრო, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა სამუდამო თქვას: ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ერი და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას და ვიქნებით ღირსეული ღირსეულთა შორის

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მძიმე რეალობა დაგვიყენა. საქართველოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მტერი დაეუფლებოდა ხელისუფლებას და ქართველი ხალხის ნებას გააყალბებდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აგარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენისთვის არის გათვლილი.
„არც ერთი ნაბიჯი უკან, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს დიდი პასუხი უნდა გასცეს ამ მავნებელ ძალას. ჩვენი ამოცანაა მოვიშოროთ ივანიშვილი, წავიდეთ ევროკავშირისკენ და მოვიზიდოთ ის 14 მილიარდი, რომელიც საქართველოსთვის გამზადებულია.
14 მლრდ, რომელმაც საქართველოში წარმოება უნდა განავითაროს, 14 მლრდ, რომელმაც სოფლის მეურნეობა საქართველოში უნდა განავითაროს, 14 მლრდ, რომელმაც სოციალური პროექტები უნდა დაიწყოს. წარმოიდგინეთ ევროპული სტანდარტის განვითარება. აი, ახლა აგარაში ვართ, წარმოიდგინეთ, რომ ახლა აქ ევროპული სტანდარტის მქონე საწარმო იყოს. აქ შაქრის წარმოება იყოს, აქ შუშის და მინის წარმოება იყოს. ყველა ეს თანხა ევროკავშირიდან მოდის, ამიტომ გვინდა ევროკავშირი. ეს 14 მლრდ ევრო სწორედ იმ ფონდებიდან მოდის, რომელიც ავითარებს განათლებას, სოფლის მეურნეობას და ჩვენ ვამბობთ, რომ დადგა დრო დავიწყოთ აღმშენებლობა და წავიდეთ წინ. უარი ვთქვათ სტაგნაციაზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში.
დადგა დრო, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა სამუდამოდ თქვას: ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ერი და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას და ვიქნებით ღირსეული ღირსეულთა შორის. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მძიმე რეალობა დაგვიყენა.
საქართველოში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მტერი დაეუფლებოდა ხელისუფლებას და გააყალბებდა ქართველი ხალხის ნებას. ისე გათავხედდნენ, რომ დღისით, მზისით გამოდიან და მთელი ერის წინაშე ბოდიშს უხდიან მტერს. ეს არის ჩვენი, ქართველი ერის შეურაცხყოფა. ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არ აქვს, აქედან ვეუბნები ივანიშვილს – ჩვენ ვართ ღირსეული მრავალათასწლოვანი ერი, რომელიც თავის სიტყვას კიდევ მთელ სამყაროში იტყვის.
მ თქვა, ევროპა იმიტომ გვჭირდება, რომ ქართველ კაცს სჭირდება მასშტაბი საკუთარი გენის, საკუთარი შემოქმედებითობის რეალიზებისთვის. ქართველებს იმდენი განათლებული და ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთს, მოლდოვას, ს, აზერბაიჯანს, თურქეთს და მთელ რეგიონსაც კი ეყოფა. ჰო და მივცემთ ამ ნიჭს გასაქანი, მივცეთ ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ წინ წავიდნენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, მათი გეგმა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, ქართველი ხალხის ყოველდღიურობას უკეთეს გახდის.
„1000-ლარიანი პენსია ასაკით პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის. საპენსიო სესხების განულება და გაუქმება ერთხელ და სამუდამოდ, რასაც 1-ელი დეკემბრისთვის შევძლებთ. საპენსიო სესხის კაბალური პირობები აღარ შეაწუხებს პენსიონერს. ხელფასი 3500 ლარი იქნება, მინიმალური ხელფასი კი 1500 ლარი.
ასევე, სოფლის დახმარების პროგრამა გვაქვს, ის ვინც ცხოვრობს სოფლად 300 ლარიანი დახმარება ბიუჯეტიდან მიეცემა, იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცალოს და სოფელში მაცხოვრებელი დარჩეს. ასევე მასწავლებლებისთვის გათვალისწინებული 2000 ლარიანი ხელფასი გვაქვს.
შობადობისა და დემოგრაფიის წახალისებისთვის 1 წლის განმავლობაში პირველ შვილზე თვეში 500 ლარი, მეორე 1000, მესამე 1500 ლარი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ახლა გვამყოფებს დემოგრაფიულ კატასტროფაში. 20000-ით შემცირდა შობადობა საქართველოში.
მთავარია ერთად დავდგეთ და გავიმარჯვოთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ