„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში დააკავეს. დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდა, როდესაც ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
პარტიის ოფისში მყოფები სამართალდამცველებს შეძახილებით მიმართავდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!“ და „არ გრცხვენიათ?“. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნეს. განაჩენის გამოცხადებას თავად ვაშაძე არ დასწრებია.
