გიორგი ვაშაძე – გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხვალ ან ზეგ მომიწევს, ცივი გონებით, სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად – დარწმუნებული ვარ, წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება

გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხვალ ან ზეგ მომიწევს ხ გადაწყვეტილების მიღება – ხვალ თანაგუნდელებთან ერთად მექნება მსჯელობა , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსში“ განაცხადა.
კერძოდ, ვაშაძემ ისაუბრა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ცივი გონებით მიიღებს.
„გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხვალ ან ზეგ მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩემ საქმესთან მიმართებაში ვადები ასე არის დაწესებული. ხვალ თანაგუნდელებთან ერთად მექნება მსჯელობა. ორივე გზას აქვს თავისი არგუმენტები. რა თქმა უნდა, დასაფასებელია ადამიანის თავგანწირვა, რომ ციხეში მიდიხარ. მეორე არგუმენტი, რაც ხშირად მესმის – სად უფრო გვჭირდება პოლიტიკური ლიდერები მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით შეიძლება პასუხისმგებლობა იყოს ასაღები, სხვა ტიპის გადამწყვეტ მომენტზე ვსაუბრობ მომავალში თუ საპატიმრო დაწესებულებაში იქნება ყველა. ორივე მხარეს არის არგუმენტი, ამიტომ ცივი გონებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
თუ რეჟიმს არ ვცვლით ყველას მოგვიწევს საპატიმროში ყოფნა, ეს გასაგებია და ყველა მიჩვეული ვართ ამას. ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება ჩემი გადაწყვეტილება. ირაკლი ოქრუაშვილის და ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილებას ვაფასებ, ეს არ არის მარტივი. ორივე ალტერნატივას ვნახავთ. 6 – თვიანი გარანტიაა, 6 თვის შემდეგ მაინც მიდიხარ ციხეში, თუ რეჟიმს არ ცვლი. ამ ცვლილებისთვის სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობა და იქიდან პრემიერ-მინისტრის გაცხადება შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა“.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს „გლობალურ ომის“ პარტიასთან იყო ჩასული, თუ „დიფ სთეითს“ ებრძვის.
მისივე თქმით, უხარიათ ევროპელ ლიდერებთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა რომ მიეცა, რაც მისივე თქმით, არის „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი.
„მარტო იდგა, კაცს ხელს არ ართმევდა. ძალიან მძიმე სურათი იყო. მთავარი არის ის, რომ თვითონაც უნდა ჩამოყალიბდნენ „გლობალურ ომის“ პარტიასთან იყო ჩასული და მათთან ხელის წამორტყმით იყო ბედნიერი, თუ „დიფსთეითს“ ებრძვის. საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ეძახის „გლობალურ ომის“ პარტიას“ და „დიფ სთეითს“, ახლა უხარიათ? უხარიათ, რომ მათთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა მიეცა. ეს არის „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი. ადამიანებს, ვისაც ეძახის ჩემი მტერი ხარ და ომში გინდა ჩამითრიო, ახლა ბედნიერია, რომ თავზე ხელი წამოარტყეს და „წაუცაცუნეს“? ცაცუნით არის ბედნიერი?
მე მინდა საქართველო, როდესაც ასეთი ტიპის შეხვედრებზე მიდიან იყვნენ გამორჩეული ლიდერები. მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამერიკაში ჩადის წელიწადში 2-ჯერ უმაღლესი დელეგაციით. მინდა აღიარებული მყავდეს ხელისუფლება. დღეს რა რეალობაშიც ვარ, ძალიან მძიმეა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო 2025 წლის განმავლობაში ჩაინიშნება, რადგან მისი თქმით, ამერიკასთან და ევროპასთან გადატვირთვისთვის სხვა გზა არ არსებობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება. თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები. ამერიკასთან და ევროპასთან გადატვირთვის გზა გადის ახალ არჩევნებზე და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე. სხვა გზა არ არსებობს, ტყუილად ფიქრობენ, რომ ვინმეს რამეს შეატყუებენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.