– გვინდა დაცული ვიყოთ ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, რასაც “ქართული ოცნება” უმიზნებს – ჩვენი სამომავლო გზა ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნებაა

ჩვენი სამომავლო გზაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება – წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს.
მისივე თქმით, პარლამენტთან შეკრებილებს მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი, მიმართავს სიტყვით.
“ნომერ პირველი ამოცანაა, ვიყოთ ბევრი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, დაუცველი, როგორც ამას “ქართული ოცნება” უმიზნებს. ეს არჩევანია: ვიქნებით დაცული ევროკავშირთან ერთად თუ იზოლაციაში – დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებული სახელმწიფო. ვინც ევროკავშირს და დაცულობას ვირჩევთ, ისინი ვიკრიბებით დღეს.
დღეს, მხოლოდ პრეზიდენტი მიმართავს საზოგადოებას, სხვა არავინ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გზას, ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება არის ამოსავალი ამოცანა. მეორე არის, წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო