გიორგი ვაშაძე – გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ – „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება!

„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება! – გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა ხდება ძალადობის სახით და პოლიციის უმოქმედობით, მიუთითებს რომ “ქართული ოცნება” გამანადგურებლად მარცხდება. მან პოლიციას მოუწოდა, მოქალაქეები დაიცვას.
„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება. იმარჯვებს ევროპული პერსპექტივა საქართველოში, იმარჯვებს ქართველი ხალხი!
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით 12:00 საათის შემდეგ, როდესაც პირველადი მონაცემები მიიღეს, ცარიელი “მარშრუტკებით” რომ დადიან და ვერ მიჰყავთ ხალხი ხმის მისაცემად, გადავიდნენ ძალადობაზე. ხედავთ რა ხდება გლდანში, რა ხდებოდა მარნეულში. მთავარი კითხვაა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს ხდება ერთი მიზეზის გამო, როგორმე დააგდონ აქტივობა. სურთ, რომ დარჩეთ სახლში, რაიმენაირად შეამცირონ ის ჩამორჩენა, რაც იციან, რომ აქვთ. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ხომ ხედავთ ჩვენი ემიგრანტები როგორ მიდიან….მადლობა, ვინც წვიმის მიუხედავად მიხვედით. ეს ძალადობა ჩვენი გააქტიურების მთავარი მიზანი უნდა იყოს. ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება დღეს! ახლა მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს ამ ძალადობრივი მოქმედებებით თავისი – უნდათ, რომ სახლში დაგტოვოთ, შეფერხდეთ. მინდა მივმართო პოლიციას: თქვენ ხართ უმოქმედოები! ზუსტად იცით, სად ხდება საათობით ძალადობა და არ ჩანხართ, ეს არის უკანონო! ძალადობრივ ჯგუფებს კი ვეუბნები: ყველაფერი აღბეჭდილია. სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, თქვენი სახეები ჩანს და რატომ მიდიხართ ამხელა დანაშაულზე ბინძური დავალების გამო? პოლიციას მოვუწოდებ, თქვენი ფუნქცია შეასრულეთ, დაიცავით მოქალაქეები და ხალხი. დამაჯერებლად გავიმარჯვებთ დღის ბოლოს! ჩვენ ათი ათასზე მეტი წარმომადგენელი გვყავს საქართველოში. ყველა უბნიდან მივიღებთ მონაცემს და -ს მონაცემები უნდა ემთხვეოდეს იმ ოქმებს, რომელიც შემაჯამებელი იქნება. ამ წუთას, გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. დამაჯერებელ გამარჯვებას აღვნიშნავთ.
ახლა გვაქვს ცესკო-დან აქტივობაზე მონაცემი, ვადარებთ აქტივობას, მთელ საქართველოში ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს, ვიღებთ ინფორმაციას დარღვევებზე. ის, რაც ახლა ხდება ძალადობის სახით და პოლიციის უმოქმედობით, მიუთითებს რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება გამანადგურებლად“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ