გიორგი ვაშაძე – გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო – დღეს ხელისუფლება არის ქუჩაში

ახლა გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც უცებ გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, არის უკვე აქო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
ვაშაძემ საზოგადოებას ერთიანობისა და ბრძოლისკენ მოუწოდა.
„მთავარი ის არის, რომ ძალა ერთობაშია და როცა ერთად ვდგავართ, ვერაფერსაც ვერ იზამენ. დღეს გავეშებულები იყვნენ, იქცეოდნენ სადისტებივით… როგორ ექცეოდნენ ქალებს, ჟურნალისტებს, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი.
ახლა მთავარია, რომ ხვალ უნდა ვიყოთ კიდევ მეტნი, ახლა გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც უცებ გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო. ამათ პუტინი უკრავს ტაშს – მგონი ყველაფერი ცალსახა და ნათელია. ბევრნი ვიქნებით? – გავიმარჯვებთ! სამი-ოთხი დღე მიწოლა ამათზე და ჩამოიშლება ყველაფერი.
საჯარო მოხელეებს, ექიმებს, პედაგოგებს – ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავდგეთ ერთად. ივანიშვილი როდემდე უნდა იყოს ამ ქვეყნის უბედურება? ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. დღეს უკვე ყველაფერი გასულია, აღარ არსებობს საკონსტიტუციო ნორმა. დღეს ხელისუფლება არის ქუჩაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.