გიორგი ვაშაძე – გარანტირებული გამარჯვება მიიღწევა ერთიანობით, ჩვენ დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ – არავინ არავის სთავაზობს, რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანებას, ეს არის ახალი კონგლომერატი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებას“ შავი ფულის საცავი აქვს გაკეთებული, რითაც საარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოსყიდვას გეგმავს.
როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა „დამარხულია, შავი ფულის საცავი აქვთ”.
„საარჩევნოდ, მილიარდ-ნახევარს დახარჯავენ იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმები იყიდონ. აქვთ საცავი, სადაც ეს ფული აქვთ შენახული. ბიძინა ივანიშვილს ამ ფულის შესანახად თავისი ბანკიც აქვს და სხვა ბევრი წერტილი, უბრალოდ ეს ფული ბანკში არ არის, სხვა ადგილზე დევს, ისიც ვიცი სად. დამარხულია, შავი ფულის საცავი აქვთ გაკეთებული.
ამ ფულს ხალხს დავუბრუნებ და გავისტუმრებთ საპენსიო სესხებს, გავისტუმრებთ ბევრ ვალდებულებებს, რომელიც ხალხს აქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, ფული კერძო შენობაშია დამარხული თუ სახელმწიფოში, ვაშაძე პასუხობს, რომ კერძო შენობაში, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს.
„კერძო შენობაა. ეს ინფორმაციები მე მაქვს „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წევრებისგან, სხვათა შორის, ბევრი მეკონტაქტება. შიგნით სიტუაცია გატეხილია, „ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირას არის. ვფიქრობ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დიდ ჩამოშლებს ვნახავთ. ბევრი მაწვდის ინფორმაციას, რადგან ამით მომავლისთვის სახე შეინარჩუნონ. სხვებსაც მოვუწოდებ, რომ რაც უფრო მალე მოგვაწვდიან ინფორმაციას დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უფრო გადავლენ ხალხის მხარეს, მით უფრო ნაკლები იქნება პასუხისმგებლობა.
ამ პერიოდის მანძილზე, სხვა ბევრი ინფორმაციაც მომაწოდეს, რომლებზეც საჯაროდ არ ვსაუბრობ, ეს მხოლოდ ნაწილია“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიების ერთობის მომხრეები არიან.
მისივე მოსაზრებით, ის რისკს ხედავს ეს ალტერნატიული ცენტრების შექმნაში, რადგან ის ოპოზიციაში ვერ ხედავს 2-3 ცენტრის შექმნის რესურსს.
„ჩვენ ვართ დიდი ერთობის მომხრე, თუმცა ის, რომ მხოლოდ ამით მიიღწევა გამარჯვება, ასე არ არის. მარტივი, გარანტირებული გამარჯვება მიიღწევა დიდ ერთიანობით, მე ამის მჯერა. ადამიანმა საქმე უნდა გაიმარტივო და არა გაირთულო.
რისკს ვხედავ იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ეს ალტერნატიული ცენტრები არ იქნება. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ნამდვილად შევქმენით დიდი ცენტრს. ჩვენ დიდი ერთობის მომხრე ვართ, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ყველაზე დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ. ვერ ვხედავ მეორე და მესამე ცენტრის ჩამოყალიბების რესურს“,- განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა პოლიტიკური ერთობის მომხრეა. ერთობას არ ემხრობა, მხოლოდ, „ლელო“ და „ახალი“.
კითხვაზე, რა არგუმენტები აქვთ „ლელოს“ და „ახალს“, ვაშაძე პასუხობს, რომ მათი არგუმენტები უფრო ემოციურია და ღრმა ანალიზით გამყარებული.
„ბევრ არგუმენტებს ამბობდნენ. ეს არგუმენტები უფრო ემოციურია და არა ციფრებით და ღრმა ანალიზით გამყარებული არგუმენტები. არავინ არავის არ სთავაზობს, რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანებას, ეს არის ახალი კონგლომერატის ჩამოყალიბება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ