გიორგი ვაშაძე – გამოკითხვაზე დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული – რაღაც დაჯგუფებაა გამაგრებული პარლამენტის შენობაში

რაღაც დაჯგუფება გამაგრებულია პარლამენტის შენობაში და თავის თავზე გიჟივით იძახიან: „კომისია ვარ, კომისია ვარ“, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება მიტაცებულია.
„კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. შემიძლია სამართლებრივად დაგისაბუთოთ, რატომ არის უკანონო ეს პარლამენტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ვაშაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ვაშაძის წინააღმდეგ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.