: გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში

გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ეს ხალხის ბრძოლის შედეგია, რომელსაც პარტნიორები ხედავენ და აფასებენ.

„ხალხის ბრძოლას თავის შედეგი აქვს. მთელი მსოფლიო ხედავს ქართველი ხალხის პროტესტს და ეს სერიოზული წარმატებაა ამ პროტესტის.

როცა ვამბობთ, სად არიან ჩვენი პარტნიორები – აი, აქ არიან ისინი, რომლებიც ხედავენ ამ უდიდეს პროტესტს, რომელიც საქართველოშია. ამიტომაც, მივესალმები ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, რომ გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ