– გაერო განსხვავებული ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ავტორიტარულ, დიქტატორულ, ყველა ტიპის სახელმწიფოსთან ურთიერთობს და მოქმედებს – მისი მანდატიც ესაა, რომ ყველა ტიპის რეჟიმებთან აწარმოოს ურთიერთობა

გაერო-ს გენერალური მდივნის ამ წერილში განსაკუთრებული არაფერი არ არის, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.
ვაშაძის თქმით, ეს მილოცვა ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ნიშნავს.
„ზოგადად, გაერო განსხვავებული ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ავტორიტარულ, დიქტატორულ, ყველა ტიპის სახელმწიფოსთან ურთიერთობს და მოქმედებს. მისი მანდატიც ესაა, რომ ყველა ტიპის რეჟიმებთან აწარმოოს ურთიერთობა. პირდაპირ გეტყვით, ვერ ნახავთ, რომ გაერო-სთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო გვქონდა, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც არაღიარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუ მეკითხებით ეს რამეს გამოიწვევს თუ არა აღიარების კუთხით, პირდაპირ გეუბნებით – არა. ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და სერიოზული ჩიხია, არეულობა, უბედურება მოიტანეს და ერთადერთი, რაც ამას უშველის ახალი არჩევნებია, სხვა არაფერი”,- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია