გიორგი ვაშაძე – ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია

ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძანებების გამცემმა და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხალხის პროტესტს ვერ შეაჩერებენ.
„ბრძანების მიმცემმაც და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ასე ვერ შეაჩერებენ ხალხის პროტესტს და კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვა ქუჩაში.
ახლა მთავარია ეს ახალგაზრდები არ დავტოვოთ მარტო და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერი გავაკეთოთ მათი დროული გათავისუფლებისთვის.
ჩვენ ყველა ვდგავართ მათ გვერდით და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე!
რეჟიმი სუსტდება, ახლა მთავარია ნაადრევად არ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.