– ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ – ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ

ამ აქციას ვუერთდები და რაც მთავარია, ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მათზე გაცილებით მეტი და ძლიერია.
„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი, ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მიუნხენის კონფერენციაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს გამოსვლას და იმ ფაქტს, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეულები არ იყვნენ.
„თვითმარქვია რეჟიმის არადემოკრატიული ძალების ოლიგარქების ადგილი მიუნხენის კონფერენციაზე და საერთაშორისო მძლავრ პლატფორმაზე არასდროს იქნება. ქართველი ხალხის ადგილი არის იქ და ამიტომაც წარმოადგენს ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებს, რომელმაც წინასწარ გაიარა ჩვენთან ამ შეხვედრაზე მონაწილეობა. ძალა ერთობაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილი, რაც დავაბარეთ – ყველაფერი რისი გაკეთებაც საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება, ახლა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობასაც და განაცხადა, რომ ახლა „ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ის, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი