-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, რაც არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ერთად დგომით უნდა გავიტანოთ გამარჯვება ბოლომდე – არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან!

აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული.ვაშაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სულ მალე პოლიციაში სერიული ჩამოშლა იქნება.
“[-სთან] სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე. ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. არც ერთი წამი უკან არ უნდა დავიხიოთ. დღეს ოპოზიციამ საერთო განცხადება გავაკეთეთ, პრეზიდენტთან ერთად სპეციალური საბჭოც იქნება, ასე რომ, წინ უნდა წავიდეთ გამარჯვებისკენ. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში, პოლიციაშიც სერიოზული ჩამოშლა იქნება სულ მალე,” – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე