გიორგი ვაშაძე – აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა, ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია

აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალას და დღევანდელი აქციის ბოლომდე, პარტიები ხვალინდელი პროტესტის გეგმას გამოაცხადებენ.
„დღეს ჩვენ აქ გადმოვიტანეთ სწრაფად პროტესტი, იმიტომ, რომ სააპელაციო განიხილავს სარჩელებს, შესაბამისად, მათაც უკან დაიხიეს, ყოველ შემთხვევაში, დღეს და გადაიტანეს ხვალისთვის ეს სხდომა. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ისინი უნდა შევაწუხოთ ყველგან. დღეს ჩვენი სამიზნე არის სასამართლო, აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს აქ ვართ და სანამ დავიშლებით აუცილებლად გამოვაცხადებთ ხვალინდელ გეგმას.“- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“