გიორგი ვაშაძე – აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი

ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ მ განაცხადა.
მისი თქმით, ს მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.
„რუსეთი ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.
ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა, ამიტომაც რუსეთი ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად