ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი?, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობა და მდგომარეობის დამძიმება.
„ახალი წელი მოდის, შობა მოდის და მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება მორალური საწყისებიდან გამომდინარე. ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება, მე მეტი სათქმელი არა მაქვს.
რატომ უნდა უსურვო საერთოდ ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდე მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია ამაში ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.