გიორგი ვაშაძე – არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული

არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც იგი მოქალაქეებთან მივიდა.
ვაშაძის თქმით, ერთიანი ქმედებით აქციაზე მყოფმა ახალგაზრდებმა სიმბოლო შექმნეს, „განა რამეს არბევენ, უბრალოდ იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის“.
„არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული, რომელსაც განსაკუთრებული სანქცირება სჭირდებოდა და არ არის.
რაც კანონში არ ჯდება, ეს არის რასაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აკეთებს, დანარჩენი ყველაფერი კანონში ჯდება. ეს ადამიანები იმდენად კანონიერები და მშვიდობიანები არიან, რომ მე თვითონ გაოცებული ვარ.
ვენაცვალე ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც სიმბოლოებს ქმნიან. ერთიანი ქმედებით ამ ახალგაზრდებმა სიმბოლო შექმნეს, რომ ისინი განა რამეს არბევენ, უბრალოდ იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის“, – აღნიშნა ვაშაძემ.