გიორგი ვაშაძე – არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ დევს მაგიდაზე – იქნება კიდევ უფრო მყარი და მკაფიო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან

გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, მაგრამ დასავლეთი და ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციამ საქართველოში ახალი ს მოთხოვნას დაუდო საფუძველი.
“არაღიარების პოლიტიკიდან ახალი არჩევნების მოთხოვნამდე – ევროსაბჭოს რეზოლუციამ ამას დაუდო საფუძველი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ერთადერთი მესიჯი, რაც გვესმოდა, ეს იყო ახალი არჩევნები და ეს იყო ძალიან მკაფიო, რაც აქამდე არ იყო.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი – გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, ახალი უსაფრთხოების ქოლგა, ახალი უსაფრთხოება, ახალი ეკონომიკური მოდელები, მაგრამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთი და ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ჩვენი, თქვენი დემოკრატიული ძალების, ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას.
კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ – გერმანიაში ახალი ხელისუფლებაა, რომელიც ძლიერი ევროპის მომხრეა, მკაფიო დემოკრატიული ევროპის მომხრეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენს ერთიან პოზიციასთან ერთად – არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ განიხილება, არ დევს მაგიდაზე – ექნება კიდევ უფრო მყარი, მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ორმხრივი სანქციები, იქნება ეს პირდაპირი წნეხი თვითმარქვია ავტორიტარული რეჟიმის მიმართ, იქნება სხვა ნაბიჯები, რომელზეც გვქონდა საუბარი, რაზეც ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.
საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გაძლიერებულები გამოვალთ და ევროპაც, ხოლო რაც შეეხება რუსეთუმეებს, მათი ადგილი სხვაგან იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.