გიორგი ვაშაძე – „ალდემ“ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ სამართლიან არჩევნებზე და იზოლაციონისტების ცვლილებაზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა

„ალდეს“ რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამია, იმ მილიარდობით თანხაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც დღეს საქართველოშია – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, “ალდეს” მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.
მისივე თქმით, „ოცნების“ დამარცხების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირი და 14 მილიარდიან დაფინანსებასაც მიიღებს.
„ალდემ“ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სამართლიან არჩევნებზე და საქართველოში იზოლაციონისტების ცვლილებაზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, იმ მილიარდობით თანხაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც დღეს საქართველოშია. უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, იმისთვის, რომ მოვიტანოთ 14 მლრდ საქართველოში და იმისთვის, რომ განვითარდეთ, ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების გზავნილი,” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ