– ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და მოუწევს პასუხისგება – თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის, თუ მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა

ტრამპთან დაკავშირებული ილუზიაც დაიმსხვრა , – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) განცხადებას: „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ემტერება საკუთარი ხალხის ნებას, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე. ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და იმ სამართლის წინაშე მოუწევს პასუხის გება. თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის. რაც მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა, რაც უფრო დრო გავა კიდევ უფრო მძაფრად აისახება მასზე პასუხისმგებლობა. ამაზე მიუთითებს ჯო უილსონის უპრეცედენტო განცხადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)